გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოების კურსი ჩატარდა

4-04-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უსაფრთხოების კურსი ჩატარდა. სემინარს ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი და ჟურნალისტი მაკა ანთიძე უძღვებოდნენ, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მიტინგების, დემონსტრაციების და სამხედრო კონფლიქტების უსაფრთხო გაშუქებაზე მიიღეს ინფორმაცია.


ორდღიანი შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მონაწილეებს ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოდ წარმართვაში დაეხმარება.


მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და ლექციებს უკვე მეოთხე წელია ატარებს