გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში გრიშაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენა იგება

4-04-2023

ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი ადგილზე გაეცნენ.

 

619 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 293 484 ლარია.