ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ბათუმში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს

25-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიმდინარე წლის 23 ივლისს, ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-177 მუხლით მიმდინარეობს.