გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა

5-04-2023

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ ჩამოუტანა. ნერგები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებს გადაეცათ.

აქციას შეუერთდა კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი.

 

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შვედეთის მთავრობას ფინანსური უზრუნველყოფისთვის და „ორქისის“ ხელმძღვანელებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის.

 

აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა.