გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა - რატი იონათამიშვილი

5-04-2023

„დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„აღიარებათა სერიიდან: 1. გუშინწინ, კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?! 2. გუშინ, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი. 3. დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით?“ - წერს იონათამიშვილი.


ცნობისთვის, 5 აპრილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ შიდა არჩევნების პერიოდში სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია ყველაზე დიდი შეცდომა იყო.