გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამთა მეგრელიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ თელავში გამართულ აქციაზე: ორკვირიანი მობილიზაციისა და დახარჯული ათობით ათასის მიუხედავად, შედეგად მიიღეს 150 კაცი აქციაზე!

5-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თელავში გამართულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მხარდამჭერების მობილიზაციისა და დიდძალი თანხის დახარჯვის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთში მხოლოდ 150 ადამიანის შეკრება შეძლო.

 

„2-კვირიანი მობილიზაცია, ათიათასობით დახარჯული თანხა, პირადად კრიმინალი ბოტკოველისა და მისი დამქაშების კარდაკარ სიარული და ბოლოს 150 კაცი კახეთში, „ნაცმოძრაობის“ აქციაზე. რომ გეუბნებით, დასრულებულები ხართო, საწყენად იღებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.