გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი გოგავა: ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად

5-04-2023

საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა წერს.

 

როგორც გოგავა აღნიშნავს, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია, 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია.

 

„საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და პრობლემები აქვს. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია. 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. ჩვენ არ გვახსოვს წინა ხელისუფლების "ჯიბის სასამართლოს" შემადგენლობიდან ვინმეს მიმართ სანქციები. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ ჩემს გარშემო საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით“ - წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.