25-07-2018
სადგურის დასახლებაში ივ. მიჩურინის ქუჩაზე მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დღეს ჩამოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს - სამსახური ავრცელებს.
პრეს სამსახურის ინფორმაციით, დასკვნების მიღებამდე, სამუშაო ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, ივ. მიჩურინის ქუჩის 12, 14 და 16 ნომრებში მცხოვრები ოჯახები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში იცხოვრებენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სადგურის დასახლებაში პრობლემები შეუქმნა რამოდენიმე ოჯახს. მთის ფერდობიდან წამოსულმა მიწამ შენობების სახურავები დააზიანა და საფრთხე შეუქმნა იქ მაცხოვრებლებს.