6-04-2023
ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა იმიტომ, რომ საქართველოს მოსამართლეები ვართ, ამ ქვეყანასა და თითოეულ მის მოქალაქეს ბოლომდე ვიცავთ - ასეთ ბრალდებებს ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, - ამის შესახებ მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ განაცხადა.
„არსებობს ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“, რომელსაც ევროპული სასამართლო უწოდებს ისეთ აქტივობებსა და მოქმედებებს, რომელიც შემდგომში უფლების არასწორად ჩარევაში გამოიხატება ხოლმე. მსგავსი ტიპის პოლიტიკურ ჩარევებს, სხვა და სხვა ობიექტისგან სწორედ ეს „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება მოჰყვეს. ძალიან მძიმე, დამთრგუნველი და ცოტათი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა იმიტომ, რომ საქართველოს მოსამართლეები ვართ, ამ ქვეყანასა და თითოეულ მის მოქალაქეს ბოლომდე ვიცავთ. შესაბამისად, როდესაც ასეთი ტიპის საუბარია, რომ ჩვენზე რაიმე სახის ზეგავლენა ხორციელდება, ამას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.