გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე: სრულიად დაუსაბუთებლად, არაობიექტურად და მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ სასამართლო დღეს არ არის დამოუკიდებელი

6-04-2023

არ არსებობს არცერთი პრეცედენტი და მტკიცებულება იმისა, რომ ვინმე დღეს პირდაპირ თუ ირიბად ერეოდეს ჩვენს საქმიანობაში, გარდა იმ საჯარო განცხადებებისა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძემ განუცხადა.


„ისინი სრულიად დაუსაბუთებლად, არაობიექტურად და მტკიცებულებების გარეშე ამბობენ, რომ სასამართლო დღეს არ არის დამოუკიდებელი. ეს არის ერთგვარი არაპირდაპირი ჩარევა სხვა მოსამართლეების საქმეებში, რომლებიც შესაძლოა დღეს ამ ზეწოლას დაექვემდებარონ იმ კუთხით, რომ თუ ისინი არ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, შეიძლება მათაც დაუწესდეს სანქციები“, - აცხადებს ლაშა მაღლაკელიძე.


აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.