გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ლატარია: ამერიკის მოქალაქე არ შემოუშვა საქართველომ საზღვარზე და უცბად გაჩნდა სანქციებიც, კორუფციაო იძახიან მოსამართლეზე, რომელიც 6 წელია საერთოდ არ გაკარებია სასამართლოს

6-04-2023

ექსპერტი ირაკლი ლატარია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა სოციალურ ქსელში ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაციით, მარშალ ქომინსი უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის "ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენლების დატრენინგებაში".

 

„ყოჩაღ აშშ_ს შურისძიებაც ასეთი უნდა რა კორუფცია, რა მურუსიძე იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი? ჩვენიანს შეეხები საფუძვლიანად? ჩვენ დაგსჯით _უსაფუძვლოდ. ეგაა და ეგ ე.ი რა ხდება? ამერიკის მოქალაქე არ შემოუშვა საქართველომ საზღვარზე, რადგანაც ის იყო ერთ ერთი ორგანიზატორი იმ წრთვნისა, რომელსაც ,,ფრანკლინის კლუბი" ჰქვია.. არ შემოუშვეს ყმაწვილი და უცბად გაჩნდა სანქციებიც, მაგრამ რაღაც უაზრო მიზეზით.. კორუფციაო იძახიან მოსამართლეზე, რომელიც 6 წელია საერთოდ არ გაკარებია სასამართლოს როგორ მწყდება გული, როდესაც ასეთ რაღაცეებს ვაწყდებით.

 

როგორო უსუსურები ვართ ამ დროს დიდი მეგობარი თუ მოინდომებს, გაგაკოტრებს, დაგსჯის, არ შეგიშვებს თავისთან და თან მიზეზსაც არ გეტყვით. რეალური მიზეზი კი სანქციებისა და დასჯა ყველასი _ სავარაუდოდ ეს არის ,,სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის "ფრანკლინის კლუბის" წარმომადგენლების დატრენინგებაში"- წერს ირაკლი ლატარია.