გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ქადაგიძე სანქციებზე: იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან

6-04-2023

მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ მოსამართლეების სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


„ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემ კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ, ასევე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ“, - აღნიშნა ქადაგიძემ.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.