გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა

7-04-2023

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაიმე სათქმელი არსებობს, დასაბუთებადი და არგუმენტირებადია, ეს ითქვას როდესაც საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასეთი ბრალდებაა, არ შეიძლება ბრმად ვენდო, რადგან ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა, ან სტრატეგიულმა პარტნიორმა სახელმწიფომ თქვა - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.


მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა და ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ბოლომდე მივყვეთ და თუ რაიმე სათქმელი არსებობს, დასაბუთებადი და არგუმენტირებადია, ეს ითქვას.


„ვკითხოთ ჩვენს ოპონენტებს და ახსნან, ხომ პროგნოზირებადი იყო ყველაფერი, ახსნან ვალერი ცერცვაძე რატომაა იქ, რომელიც აღმოჩნდა, რომ 6 წელია აღარ არის მოსამართლე, შეუძლია ეს ვინმემ ახსნას? ვადევნებდი თვალს ელჩის განმარტებებს, მგონი მასაც არ აქვს პასუხი და იმიტომ მოუწია ისეთი პასუხის გაცემა, როგორიც გასცა. ცდილობდა, გვერდი აევლო ამ პასუხისთვის, ხან ითქვა, რომ სარწმუნო წყაროებია, ხან ითქვა, რომ ღია წყაროებია, სინამდვილეში, როგორც ირკვევა, წყალის მეტი არაფერია არგუმენტებთან დაკავშირებით.


თავს შევიკავებ ნებისმიერი მოსამართლის მიმართ ჩემი პირადი სიმპათიის ან ანტიპატიის დაფიქსირებისგან, ეს არ შეიძლება სწორი იყოს პოლიტიკოსების მხრიდან, დააზიანებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ვინც არ უნდა იყოს, კარგია თუ ცუდია მოსამართლე, მომწონს თუ არ მომწონს, ამის მიღმა უნდა ვთქვათ, რომ როდესაც საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასეთი ბრალდებაა, არ შეიძლება, რადგან ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა თქვა, ბრმად ვენდო, ან იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუ ამბობს ამას სახელმწიფო დეპარტამენტი, ბრმად ვენდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ბოლომდე მივყვეთ და თუ რაიმე სათქმელი არსებობს, დასაბუთებადი და არგუმენტირებადია, ეს ითქვას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.