გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრის მეორე დღე დემოკრატიის გაძლიერების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო

7-04-2023

პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის სტანდარტები, უცხოური ძალის არასათანადო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციული კამპანიები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს პარიზში გამართულ OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა.


ეკა სეფაშვილმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა მოქალაქეების ინფორმირებულობის შესახებ, რომელიც გადამწყვეტია მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებისთვის. მან, ასევე, ვრცლად მიმოიხილა ის მოვლენები, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების მცდელობას და რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას მოყვა.


ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და საერთო მიდგომების შემუშავება, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება და მონაწილეობითი დემოკრატიის განმტკიცება.

გლობალურ საპარლამენტო ასამბლეაში 31 ქვეყნის 125 წარმომადგენელი მონაწილეობდა.