გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

26-07-2018

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭანუყვაძის პირველმა მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილმა განუცხადა. 
„მისი გადადგომის მიზეზებზე მე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობის მიხედვით, ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი განკარგულება არ არსებობს“, - აღნიშნა მოისწრაფეშვილმა. 

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სხვა რეგიონების რწმუნებულების ჩანაცვლებასაც გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"