« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
7-04-2023
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 596,61 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 62 644,04 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ თურქეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 14 408.46 ლარის ოდენობით შეეფარდა.