გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს

26-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა იმ გამოწვევაზე, რაც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას, სწორი აქცენტები გააკეთა.
მისივე თქმით, მთავრობა ჭარბვალიანობის პრობლემის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს ეკონომიკაში. ამავე დროს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. 
ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯებიც გადავდგით, თუმცა ეს არაა საკმარისი და უახლოეს მომავალში ჩვენ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე შემცირდეს. ამასთან ერთად, ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს სამართლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტების მიღება, რომელიც წარშულში ფიქსირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, შეიძლება ითქვას, იყო ძალიან კრიტიკული მთავრობის საქმიანობის მიმართ, კვლავაც გრძლედება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა და ზოგადად, ასეთი თავდასხმები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია, რაში შეიძლება ადამიანი არ დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა თავის გამოსვლაში. შესაბამისად, ოპოზიციას აქვ ერთდერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც, რა თქმა უნდა, იქნება წარუმატებელი“- განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველად მედიასთან ორი დღის წინ გამოჩნდა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.