გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე ჩინეთის როლის მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდის პირდაპირპროპორციულად, იგრძნობა ჩინეთის გააქტიურება საქართველოში

8-04-2023

მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოსთან მიმართებით ჩინეთის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ იგრძნობა ჩინეთის გააქტიურება საქართველოში.

 

როგორც შაქარიშვილი წერს, ჩინეთის ელჩი, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში და კიდევ უფრო იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ერთბაშად შეეხო უმნიშვნელოვანეს თემებს და ძალიან მკაფიო გზავნილებიც გააჟღერა.

 

“აშშ-ის ელჩის გუშინდელმა სამარცხვინო ინტერვიუმ, არ უნდა გადაფაროს, საქართველოში ჩინეთის ელჩის მიერ ასევე გუშინ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი განცხადებები.
საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე ჩინეთის როლის მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდის პირდაპირპროპორციულად, იგრძნობა ჩინეთის გააქტიურება საქართველოში.


 

ჩინეთის ელჩი, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში და კიდევ უფრო იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ერთბაშად შეეხო უმნიშვნელოვანეს თემებს და ძალიან მკაფიო გზავნილებიც გააჟღერა.
მან დაადასტურა ჩინეთის მზაობა, შეასრულოს შუამავლის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც კი ამის შესახებ მხარეები გამოხატავენ სურვილს – “ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად გადაწყდება ეს საკითხი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არც ქართული მხარისგან და არც რუსული მხარისგან არ მიგვიღია რამე თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა იშუამდგომლოს ამ საკითხის მოგვარებაში” – განაცხადა ელჩმა.


 

ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გზავნილია. გასული ერთი წლის განმავლობაში, არსებული კონიუნქტურის ნგრევამ ახალი რეალობა დააყენა, სადაც ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და ქართველი “ლიბერალ-პატრიოტები” რომლებიც რუსეთთან შესაძლო დიალოგზე, ლაპარაკსაც კი გვიკრძალავდნენ, ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პროცესებს ხელს ვეღარ შეუშლიან.
ჩინეთმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. ელჩმა, ხაზი გაუსვა “შუა დერეფნის” განვითარების პროექტის მნიშვნელობასაც.

 

აღნიშნულმა ლოჯისტიკურმა მარშრუტმა აქტუალობა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიბრუნა და მონაწილე ქვეყნების მხრიდან უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. უნდა ითქვას, რომ “შუა დერეფნის” პროექტის წარმატებით განხორციელება ევროპის ინტერესებშიც შედის, რათა აზიაში უდიდესი ეკონომიკის მქონე ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა პროდუქტი მოკლე, იაფი და სტაბილური გზებით შევიდეს.
ჩინეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარებაში.
ამ ყველაფრის რეალიზებისთვის კი მთავარი ფაქტორი – ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებაა, რასაც ასე გაშმაგებით ებრძვიან ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან.
გარეშე მტრების მოტივაცია გასაგებია – არ მისცენ საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერების საშუალება, ხოლო ქართველ ლიბერალ-მედასავლეთეებს, ოცნების ხელისუფლების მიერ – არც განვითარებული და არც გამთლიანებული საქართველო არ უნდათ!

 

ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ. მოსახლეობას უტიფრად ატყუებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს თითქოს ავტომატურად მოჰყვება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ხელფასების მატება და უკეთესი ცხოვრება!
ყოველივე ზემოთ აღნიშნულს განაპირობებს მშვიდობა და არა კანდიდატის სტატუსი!”- წერს ვატო შაქარიშვილი.