26-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრემიერ - მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ასევე სხვა გუბერნატორბიც: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ რეგიონებში, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს.
აკაკი მაჭუტაძეს დღეს რეგიონებში გასვლა და ხალხთან შეხვერა ჰქონდა დაგეგმილი. შიდა ქართლის გუბერნატოის პრეს -სამსახურის წარმომადგენლმა დღეს დილით ჟურნალისტებს აცნობა, რომ რეგიონებში ჩანიშნული შეხვედრები გადაიდო.