გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლანჩხუთში 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9-04-2023

ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დეკანოზმა მირიანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილეებთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო.

 

შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს. 

 

კულტურის ცენტრში თომა ჩაგელიშვილის ფილმის  - ,,9 აპრილი"  ჩვენება მოეწყო, რომელსაც მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. შემდეგ კი ამავე თემაზე დისკუსია გაიმართა.

 

"34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს დღე საქართველოსთვის ბრძოლის, თავგანწირვის და გმირობის მაგალითია. უდიდესი ტრაგედია და დღე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება მოუტანა"-აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

 

 1989 წლის 9 აპრილიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.