გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ

10-04-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა გვარამიას და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.


ექსპერტი კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არათუ დაასანქცირა რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობს მათ.


„მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე ქალბატონ ელჩს მივმართავ - თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღვანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!


ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.


ვიდეო