გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვალერი ცერცვაძე: თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ

10-04-2023

თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, - ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ ვალერი ცერცვაძემ მოსამართლეთა სანქცირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.


„ვფიქრობ, რომ თუ ეს სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, როგორ შეიძლება მე გავლენას ვახდენდე გარკვეულ პროცესებზე სასამართლოში. ძალიან მძიმე ბრალდებებზე არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი არაა დაცული, ყველაზე მსუბუქი, ბრალდებისთვის საჭირო სტანდარტიც კი არ არის დაცული“, - აღნიშნა ცერცვაძემ.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.