გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მადამ სალომე, 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის, მათი ფოტოები არ გინახავთ? - გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს

10-04-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები მიიწვია და დააჯილდოვა. 

 

„მადამ სალომე, 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის, მათი ფოტოები არ გინახავთ? აა, ამიტომ არ მოგსვლიათ აზრად მათი დაჯილდოება. და ევროპულად - ცეცხლის და ქვების წვიმაში! მიწაზე დაგდებული ქართული დროშა რომ აიღო პოლიციელმა და აკოცა, არც ეს გინახავთ ხო? აფსუს,“ - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.