გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: პრეზიდენტმა უკადრებელი იკადრა და ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა

10-04-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის ოპერის თეატრში გამართულ შეხვდერას სოციალურ ქსელში ეხმიანება სადაც პეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, პრეზიდენტმა უკადრებელი იკადრა და ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა, ამასაც არ დაჯერდა და დროშის მოფრიალე ქალბატონი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი აქციიდან დააჯილდოვა, ქალბატონი, რომელიც 2014 წელს უკრაინის მაედნის მონაწილეა. ალბათ აცნობიერებს ქალბატონი სალომე, რომ ახალისებს რადიკალიზმს და ძალადობას. დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალბატონიც, მაგრამ არ გაახსენდა ამ ფოტოს ავტორი.

 

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ პ-რეზიდენტის კეკლუცი დესტრუქციულ ოპოზიციასთან და გარე დამკვეთებთან. უკადრებელი იკადრა, ქართული პოლიცია როდიონოვის არმიას შეადარა, ამასაც არ დაჯერდა და დროშის მოფრიალე ქალბატონი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი აქციიდან დააჯილდოვა, ქალბატონი, რომელიც 2014 წელს უკრაინის მაედნის მონაწილეა, ალბათ აცნობიერებს ქალბატონი სალომე, რომ ახალისებს რადიკალიზმს და ძალადობას. დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალბატონიც, მაგრამ არ გაახსენდა ამ ფოტოს ავტორი. მოკლედ, ქალბატონი პ-რეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო ქვეყნის დამოუკიდებლობის და სტაბილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.