გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი პრეზიდენტზე: ეროვნული ღალატია, როდესაც შინაგანად მზად ხარ პოლიციის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოო, ხოლო ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უდიდესი ჯალათები და კრიმინალები ციხიდან გამოუშვა

10-04-2023

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპული ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამებისა თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა, უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, ბოლო სამი პრეზიდენტის ხელში, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოები გაუფასურდა, ვინაიდან სხვადასხვა ორდენი მიღებული აქვთ მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და სხვა მსჯავრდებულებს.

 

ქართველიშვილი ასევე ეროვნულ ღალატად აფასებს პრეზიდენტის მზაობას, პოლიციელის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოოს, მსჯავრდებულები კი - შეიწყალოს, თუმცა, მას ამ ნაბიჯების გადადგმისგან ხალხის მოსალოდნელი რეაქცია აშორებს.

 

„ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და ქმნის ისტორიას უამრავი თავმდაბალი პატრიოტი, რომელიც ასევე შეუმჩნევლად ტოვებს წუთისოფელს, მაგრამ სახელმწიფო ზუსტად რომ მათნაირების მიწიერ დანატოვარზე აგრძელებს თავის არსებობას. მათი ღვაწლის დაფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, მედალი, რომელიც, უღირსი პრეზიდენტის ხელში, ეროვნულ სირცხვილად და ღირსეული ადამიანების დაცინვად იქცევა. როგორ შეიძლება ქვეყნის ნორმალურ დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების, ბრწყინვალებისა და ვახტანგ გორგასლის „ორდენოსნობა“ უხაროდეს მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, ვიქტორ იანუკოვიჩის ან სხვა უამრავი დაჯილდოებული არაკაცების, ჯალათებისა და კრიმინალების გვერდით.

 

ჯონ ლენონმა 1969 წელს ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო დედოფალს მისი ქვეყნის უღირსი საგარეო პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად დაუბრუნა. ხოლო საქართველოს ბოლო სამი უღირსი პრეზიდენტის ხელში რა დონემდე გაუფასურდა ქვეყანაში სახელმწიფო ჯილდოს ფასი - ეს არის სრული კოშმარი, კატასტროფა და ეროვნული ღალატი.

 

ეროვნული ღალატია, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ეროვნულ საპოლიციო დანაყოფებს გენერალ როდიონოვის დამსჯელ რაზმებს ადარებს. ეროვნული ღალატია, როდესაც 9 აპრილს 21 დაღუპულ ქართველი გოგო/ბიჭის, მათი მამების თუ ბებიების სულის მოსახსენებლად წუთიერი დუმილიც გეზარება, რომლის გამოხატვა უკრაინის მიმართ პარლამენტში არცერთ მოსვლაზე არ გავიწყდება.

 

ეროვნული ღალატია, როდესაც შინაგანად მზად ხარ, პოლიციის ცოცხლად დაწვის ინიციატორი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოო, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უდიდესი ჯალათები და კრიმინალები ციხიდან გამოუშვა. ხოლო ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებიდან გაშორებს - ხალხის შიშია, რომლის უსამართლობით გადავსებული ფიალა შეიძლება იმ დონემდე მიიყვანო, რომ ორბელიანის სასახლიდან საზღვარგარეთ გაქცევა, მესამე პრეზიდენტისა არ იყოს, სანატრელი გაგიხდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.