გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ედიშერ გვენეტაძე: პრეზიდენტად წოდებულმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც დაგდებული დროშა გულში ჩაიხუტა, არამედ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ უსამშობლოს

10-04-2023

„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა.


„დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა, სინამდვილეში კი რეზიდენტმა კიდევ ერთი უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც სამწუხაროდ თავად იწოდება! ამ საბრალო არსებამ ჯილდო პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც მომიტინგეთა მიერ საქართველოს მიწაზე დაგდებული დროშა აიღო და გულში ჩაიხუტა! არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ ვიღაც ევროკავშირდროშა მოხვეულ თავისნაირ უსამშობლოს, რომელსაც მამა (სამშობლო) დავიწყებია და მამინაცვალს (ჯერჯერობით იმასაც მიუწვდომელს) იფიცებს!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.