გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ-შიქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა

10-04-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციადა გამოფენა „ენის საკითხი“ გაიხსნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 1978 წლიდან დღემდე ქართული ენის ისტორიას, დღევანდელობასა და მომავალს, ქართულ ენასთან დაკავშირებულ ტრანსლიტერაციის, ფონეტიკის, მორფოლოგიის და სინტაქსის საკითხებს მოიცავდა.

 

თსუ მუზეუმის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, რომელიც კვირის ბოლომდე  გაგრძელდება,  წარმოდგენილია 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებული ექსპონატები. მათ შორის, საზოგადოება პირველად იხილავს 1978 წლის 14 აპრილს ენის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ზაზა ალექსიძის მოხსენების ტექსტს. დამთვალიერებლები ასევე გაეცნობიანქართული ენის მნიშვნელობაზე ივანე ჯავახიშვილისა და დავით კანდელაკის დოკუმენტებს, ქართული ენისა და ანბანის ისტორიის შესახებიოსებ ყიფშიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, იუსტინე აბულაძის ჩანაწერებს, 1978  წლის 14 აპრილით  დათარიღებულ თსუ  ფილოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტთა საპროტესტო  განცხადებას, რომელსაც  თან ერთვის  ხელმოწერები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ელენე  ახვლედიანის ნამუშევრები, ქართული ანბანის მიხედვით  შექმნილი  საზედაო  ასოები, ქართული პალეოგრაფიული ძეგლის  მულაჟი, ფოტოები და მემორიალური ნივთები.გამოფენის თანაორგანიზატორია ენის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მისმა სტუდენტებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებთან და მთელ საზოგადოებასთან ერთად 1978 წლის 14 აპრილს შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწიეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს აღნიშნავს ქართული ენის დღეს,“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

სამეცნიერო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

 

სამეცნიერო კონფერენციაზე ქართული ენის ფონეტიკის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ პროფესორი ივანე ლეჟავა და თსუ ემერიტუს პროფესორი ციური ახვლედიანი დაჯილდოვდნენ გიორგი ახვლედიანის მედლით - მცირე ბარელიეფით, როლის ავტორია ქართველი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია.

           

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების შესახებ. სტუდენტების, პროფესორების, ქართული საზოგადოების საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო გამარჯვებით დასრულდა - ქართულმა ენამ კვლავ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი.