გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

1-ლი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა

26-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს. 
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68. 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით. 
1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 14 ფაქტი დაფისირდა, რაც ფიზიკური პირებისათვის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. 
1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი გამოვლინდა, მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას. 
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.