გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, მას ჰქონდეს გარანტიები, რომ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

10-04-2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც მოსამართლეებს მხარდაჭერა აღუთქვა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც მოსამართლეებს მხარდაჭერა აღუთქვა.


როგორც ოხანაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.


„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.


მოსამართლე დაცული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენისგან, რომ მოსამართლის მიმართ არ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზეწოლა და სასამართლოში მოსამართლეს შეეძლოს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, მას ჰქონდეს გარანტიები, რომ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ის იყოს სოციალურად დაცული. ამ მიმართულებით, მართალია კიდევ არის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადასადგმელი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ საბოლოოდ ჩვენ მოქალაქეს ჰქონდეს ნდობა სასამართლოსადმი, რაც არის მნიშვნელოვანი. ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება და ამ შემთხვევაში ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ყველა გარანტია იყოს შენარჩუნებული, სასამართლო იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზოგადად პირებს, ვისაც უწევს სასამართლოსთან შემხებლობა, ჰქონდეთ ნდობა სასამართლოსადმი, რომელიც არის დღეს კვლევებით, მონაცემებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალი, რაც არსებობს ევროპის ქვეყნებში. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან. მაგალითად ბოლო წლებში არის ჩატარებული USAID-ის კვლევა, რამდენად თანასწორად გრძნობენ პროცესის მსვლელობის დროს ის პროფესიული პირები თავს, ვისაც უწევს შემხებლობა სასამართლოსთან. სახელმწიფოს წარმომადგენელსა და კერძო პირს შორის, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ეს კვლევები ცხადყოფს, რომ თანასწორობა არსებითად არის დაცული. ასევე არის კვლევა USAID-ის მხარდაჭერით, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესი არსებითად პოზიტიურად აფასებს სასამართლოში არსებულ სიტუაციას დავების გადაწყვეტის კუთხით“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.