გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: როდესაც ამერიკის საელჩო ისე გვექცევა, როგორც კრემლი გვექცეოდა, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდება სამართლიანი პროტესტის გრძნობა, რადგან ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი განვაცხადეთ

11-04-2023

„ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ნაცმოძრაობის“ მიერ 9 აპრილს ჩატარებული აქცია განიხილა, ასევე აშშ-ის ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა საქართველოს მიმართ.


მისი თქმით, შტატების დამოკიდებულება პარტნიორულსა და მეგობრულს აშკარად გასცდა და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ელფერი შეიძინა, სადაც კავშირში შემავალ ქვეყნებს არჩევანის უფლება არ ჰქონდათ.


„ამერიკის საელჩოს დამოკიდებულება „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან და სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, კრემლის დირექტივების ანალოგია - მათაც განხილვისა და ახსნა-განმარტების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ამაზე უარი განვაცხადეთ როდესაც ამერიკის საელჩო ისე გვექცევა, როგორც კრემლი გვექცეოდა, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდება სამართლიანი პროტესტის გრძნობა, რადგან ჩვენ ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი განვაცხადეთ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.


მიხეილ ყაველაშვილმა ასევე „ნაცმოძრაობის“ მიერ 9 აპრილს ჩატარებული აქციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ქვეყანა წინ ვერ გადადგამს ნაბიჯებს, ვიდრე ეს ძალა იარსებებს.


„1989 წლის 9 აპრილი ქართველთა უმრავლესობისთვის ასოცირდება საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლასთან, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირნენ. ეს თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამავე თარიღს უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც. ამიტომ, როდესაც რაღაც პარტიული შენაერთი ცდილობს 9 აპრილს თავისი ამომრჩევლები თუ გულშემატკივრები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად შეკრიბოს, ეს ამ დღის შეურაცხყოფაა. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფალი და ოპოზიცია.


ამიტომ, მათგან არც ეს საქციელი იყო გასაკვირი. ყველამ ვიხილეთ მათი შიდა არჩევნები და ისიც, რომ ერთმანეთს ისეთი რამეები აკადრეს, რაც ჩვენ არ გვიკადრებია მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებდნენ. ყველაზე კარგად მაშინ გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ეს ძალა - არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნიათ.


ეს ძალა დამოკიდებულია გარე ძალის აქტივობაზე და, სამწუხაროდ, ამ გარე ძალის დახმარებით, იმასაც მოაბეს თავი, ახალგაზრდებისთვის დაეჯერებინათ, რომ ჩვენი კანონპროექტი რუსული იყო. „ნაცმოძრაობის“ აქციაზეც იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც თავისი ხმამაღალი, ორატორული განცხადებებით გამოირჩეოდა.


ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან თავიანთ პოლიტიკურ კარიერას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იწყებენ იმის განხილვის გარეშე, თუ რას წარმოადგენს ეს ძალა და როგორ ექცეოდა ახალგაზრდებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მესმის, რომ იმ დროს ძალიან პატარები იყვნენ, ზოგი დაბადებულიც კი არ იყო, მაგრამ ეს ძალიან ახლო ისტორიის ნაწილია და ამის ცოდნა აუცილებელია.


სამწუხაროდ, ჩვენ წინ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, ვიდრე ეს ძალა იარსებებს, ამიტომ ჩვენი ვალია, მათ შესახებ სიმართლე ვუამბოთ ახალგაზრდებს. როდესაც გვინდა, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, წინ გადავდგათ ნაბიჯები და წრეზე აღარ ვიტრიალოთ, აუცილებელია, მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც უკავშირდება არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის გარედან უჭერენ მხარს ამ გაერთიანებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.