11-04-2023
კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. საბავშვო ბაღები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აშენდება: სოფელ ფერმაში, ოკამში, ლამისყანაში, მეტეხში, ახალციხეში, ქვემო გომში, თვალადში და ახალქალაქში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა, ფერმის საბავშვო ბაღთან დაკავშირებით კი პრეტენდეტის შერჩევა შეფასება მიმდინარეობს.
ტენდერი ითვალისწინებს მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.