გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან ზაუტაშვილი: სახელმწიფოს ჰყავს ახალი პრემიერი, რომელსაც ახალი გეგმები აქვს და ეს ბუნებრივია

26-07-2018

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია.
ზაუტაშვილის თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება. 
„გასაგებია ჩემთვის ეს ყველაფერი, არის ახალი გუნდი, სახელმწიფოს ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ახალი გეგმები აქვს, ეს ბუნებრივი პროცესია. მე ვრჩევი გუნდის წევრად და ნებისმიერი თანამდებობიდან მზად ვარ გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მოღვაწეობა“- განაცხადა ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობდა დღეს ხუთმა გუბერნატორმა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.