გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს კოენ დევიდსეს შეხვდა

12-04-2023

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პარტნიორობის სამი ათწლეულის მანძილზე, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.


აღინიშნა, რომ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში (IDA) საქართველოს, როგორც დონორი ქვეყნის გაწევრიანება.


შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონში არსებულ გამოწვევებს.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.


შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.