12-04-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითურ ქსელს მართავს.
მეგრელიშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რეპორტაჟის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, ნინო ჟიჟილაშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩემი ინფორმაციით, BBC - ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, რომელშიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემაა გაშიფრული, ტვ ფორმულას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილმა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.