გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე: აშშ-ს საელჩო ყურმოკრულ ამბებზე სანქციებს აწესებენ, და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აღშფოთებასაც არ გამოხატავენ?

12-04-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, გაუგონარია როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ტელევიზიებს, სხვადასხვა ანტი-სახელმწიფოებრივ აქციებს და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აშშ-ს საელჩო აღშფოთებასაც არ გამოხატავს.

 

“უჩვეულო და გაუგონარი, ის კი არ არის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის თაღლითურ სქემებზე, BBC გვიყვება, არამედ ის, რომ ეს ადამიანი აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ანტი-სახელმწიფიებრივ აქციებს, პირდაპირ და ღიად თავის პირით არა ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს!

 

ამავდროულად კეზერაშვილი თავისუფლად გაადადგილდება ევროპაში, ხვდება ყოფილ ამერიკელ მაღალჩინონსნებსა და დიპლომატებს. მასზე დამოკიდებულ ქართველი პოლიტიკოსები, რომ ხმას არ იღებენ გასაგებია, მაგრამ აშშ-ს საელჩო? ყურმოკრულ ამბებზე სანქციებს აწესებენ, და BBC -ს მოძიებულ ფაქტებზე აღშფოთებასაც არ გამოხატავენ???”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.