26-07-2018
შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შემეგ, აკაკი მაჭუტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი პრესის წარმომადგენლებს დაემშვიდობა, მისი გათავისუფლების შესახებ კი მან კომენტარი არ გააკეთა.
,,მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება თქვენთან, ჟურმალისტებთან ურთიერთობით დავიწყე და დღესაც შეგკრიბეთ იმიტომ, რომ დაგემშვიდობოთ. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, გისურვებთ სამსახურეობრივ წარმატებებს. რაც შეეხება ჩემს პერიოდში დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარეობს სამუშაოები და თავის ვადებში დასრულდება.“- განაცხადა ჟურნალისტებტან შეხვედრისას აკაკი მაჭუტაძემ.
შეგახსენებთ რომ დღეს დილით, საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილიებთ თანამდებობა დატოვა რამდენიმე გუბერნატორმა.
"შიდა ქართლი"