გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

12-04-2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.


მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა და კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პოტენციალის გამოყენება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის პროექტი, ინოვაცია და ციფრული განვითარება და სხვა.


ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს, ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.