გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

12-04-2023

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.

 

გამომსვლელბმა ენის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და მის დაცვაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმასაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წლის 14 აპრილი ქართველი ერისთვის.

 

ღონისძიებაზე 1978 წლის 14 აპრილის ამსახველი მიტინგის ვიდეო-კოლაჟი უჩვენეს. ასევე, საბერძნეთიდან საკუთარი ლექსით ,,ენავ ქართულო“ ემიგრანტი პედაგოგი იზოლდა ბერიანიძე ჩაერთო.

 

მოსწავლეთა სახლის მხარეთმცოდნეობის წრის წევრებმა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

 

1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დაცვის მიტინგის მონაწილეებმა მარინა მენაბდიშვილმა, ლია ზარიძემ, ლია სოზიაშვილმა და ბადრი პატარიძემ იმ დღის ამბები გაიხსენეს.

 

კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სიმღერისა და გალობის წრის წევრებმა შეასრულეს,,შენ ხარ ვენახი“ და ღვთისმშობლის საგალობელი.