გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე: წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას

12-04-2023

ვეხმაურები ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც BBC-ს პლატფორმამ გაავრცელა. ამავე პლატფორმაზე აღწერილია, თუ  რას საქმიანობენ რეალურად ქოლცენტრები და სხვადასხვა მაქინაციებით, როგორც იპარავენ ძირითადად ევროპელი პენსიონერების ანგარიშებიდან დანაზოგებს - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

  

"ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, რაზეც მეც და საზოგადოებასაც კითხვები გვიჩნდება:

 

  1. ვისია ე.წ. ქოლცენტრები;
  2. როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო და სამარცხვინო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება?!

 საზოგადოებას ახსოვს, რომ საქართველოში პირველი ქოლცენტრები, მასობრივად, 2018-2019 წლებში გამოჩნდა და როგორც ვიცით, დღემდე ფუნქციონირებს. BBC-ს პლატფორმაზე ჩანს ისიც, რომ მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა გატაცებული.

 

ამ ბნელ ისტორიაში ნათელია ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიიდან მიმდინარეობს ევროპელი პენსიონერების ძარცვა! და სად არიან ამ დროს სამართალდამცავები?!

 

წარმოუდგენელია, რომ მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ  უკანონო ქმედებას. ამიტომ საჭიროა, დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს არსებული ხელისუფლების და კონკრეტულად ბატონი ივანიშვილის როლიე.წ.ქოლცენტრებთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში.

 

საინტერესოა, ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება და ყველამყველაფერი იცის, როგორ „გამოეპარათ“ ქოლცენტრების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე" - ნათქვამია განცხადებაში.