13-04-2023
დღეს მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხაბეიშვილის აზრით, ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა. მისივე თქმით, ანეკდოტი იქნება საქართველოში კეზერაშვილზე საქმის აღძვრა.
„თუ სადმე გამოძიება დაიწყება, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. კეზერაშვილზე რომ ლაპარაკობენ, ისტერიკა აქვთ, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება და ასობით მილიონია გაფლანგული და შეჭმული, ამას ეშველება? ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.