26-07-2018
ჭუბერისა და ხაიშის თემში სპეციალური დანიშნულების რაზმსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.
ხეობაში ადგილობრივებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს და უთანხმოებაც სწორედ ამას მოჰყვა.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. თემის მკვიდრნი ხელკეტებითა და ქვებით არიან შეიარაღებულები.
„ხე-ტყის გარდა საარსებო წყარო არ არის. ბავშვები მშივრები არიან, აქ არც ყანაა, ვერც ძროხას იყოლიებ. სამუშაო ადგილი არ არის, როგორ უნდ ვიარსებოთ, რომ ბავშვებს ვაჭამოთ, ამიტომ ვართ აქ გამოსულები“- განაცხადა ადგილობრივი.