გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე უარის თქმაზე: ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა -ყველა სიმართლის მხარეს დადგა

13-04-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც ის წერს, რომ სამმა მოსამართლემ - ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს აშშ-ში გამგზავრებაზე, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

 

როგორც ფოჩხუა წერს, ყველა სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება.

 

“როგორც კი ეს უსამართლო, არაფერზე დაფუძნებული სანქციები დაადეს ამერიკელებმა ოთხ მოსამართლეს, ვიფიქრე, ნუთუ შეშინდებიან, გატყდებიან სხვები და არა, ყველა როგორც ერთი სიმართლის მხარეს დადგა და გააპროტესტა ამერიკელების მხრიდან დაუმსახურებელი გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზეა. ყოჩაღ მოსამართლეებო!”-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.