გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

13-04-2023

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4  პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4  პირს ბრალდება წარუდგინა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ბრალდებულები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ.  კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს", რომელთა სახელით დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე ე.წ. დღგ-ს ფიქტიურ აქტივს ქმნიდნენ, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით, 277 823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილი ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221 155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდება 4 პირს - სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება); სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა, ხოლო  2 პირს - გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.