გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა

13-04-2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. 


საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ფისკალური დისციპლინის გამყარების, მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისა და საგარეო მოწყვლადობების შემცირების მიმართულებით. 


ისაუბრეს სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.