გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურიის გუბერნატორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, პრემიერმა კი ის არ დააკმაყოფილა

26-07-2018

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ჭანუყვაძემ პოსტიდან გადადგომის შესახებ ამ დილით თანამშრომლებსაც აცნობა და დაემშვიდობა.

“შეგვხვდა დღეს ადრე დილით, მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისათვის, გვითხრა, რომ ტოვებს თანამდებობას. მის მომავალ გეგმებზე კი არ უსაუბრია” -აცხადებდნენ დილით გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ამის მიუხედავად, მალევე გაირკვა, რომ პრემიერმინისტრმა ჭანუყვაძის განცხადება არ დააკმაყოფილა და თანამდებობაზე დატოვა.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

droa.ge