გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

13-04-2023

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა IMF-სა და WB-ის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში შედგა მაღალი დონის დისკუსია: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“, რომელსაც მოდერატორობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობათა განვითარების ინსტიტუტის დირექტორი დომინიკ დესრუელი უწევდა.

თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრმა ვალის მართვისა და ფისკალური დისციპლინის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც პანდემიამდე, ისე პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველომ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება.


თემატური დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე: „რამ განაპირობა გადამწყვეტი წინსვლა საქართველოში და რით იყო გამოწვეული ბოლო წლებში სახელმწიფო ვალის მართვის უპრეცედენტო გაუმჯობესება, რაც სხვა სახელმწიფოებს შეიძლება სანიმუშო მაგალითად გამოადგეთ?“ - ფინანსთა მინისტრმა დაასახელა: საჯარო სექტორში ძლიერი ფინანსური მართვის სისტემის არსებობა და გონივრული ფისკალური დისციპლინის დაცვა; მაკრო-ფისკალური პარამეტრებისა და ვალის მდგრადობის ანალიზის პრაქტიკის არსებობა; ვალის პორტფელის დივერსიფიცირება და საჯარო ფინანსების გონივრული მართვა.


ფინანსთა მინისტრმა ასევე, ისაუბრა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიტა გოპინათმა და ბენინის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, რომოლდ ვადაგნიმ.