გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ

14-04-2023

საქართველოს თავდაცვისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. 


ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების, საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეების შეკითხვებს გასცეს პასუხები.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდები და ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით, ეროვნული სამხედრო მრეწველობით, ნატოსა და საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებითა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ასევე შეეხებოდა ჯარისკაცის დღის წესრიგს, ქვედანაყოფებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირობებს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებასა და ზოგადად, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, სამხედრომოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლას ესტუმრნენ.