გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ხიდურელი: ჩვენი საინვესტივიო პროგრამის საშუალებით, ევროპის უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია ,,გირტეკა" 400-კაციან საოპერაციო ოფისს საქართველოში განათავსებს

19-04-2023

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საგრანტო პროგრამას კიდევ ერთი ახალი ბენეფიციარი ჰყავს - ამჯერად ჩვენი პროგრამით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა" ისარგებლებს, რომელიც საოპერაციო ოფისს საქართველოში მთლიანი შემადგენლობით გადმოიტანს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლიეტუვურ კომპანია „გირტეკასთან" FDI გრანტის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოსაზიდად დაწყებული საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ინვესტირებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას.


„რამდენიმე წლის წინ დაწყებული ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი გახდა ინვესტორების ყურადღების მოსაზიდად. დღეს უკვე რიგით მეორე, მსხვილ საერთაშორისო კომპანია „გირტეკასთან" გავაფორმეთ ხელშეკრულება. ლიეტუვური კომპანია უახლოეს წლებში საქართველოში 400-მდე ადამიანის დასაქმებას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


მისივე თქმით, FDI გრანტის პროგრამის პირველი ბენეფიციარი, ამერიკული IT კომპანია „ლინეატი", რომელთანაც შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, დღეს უკვე 150-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოში. მისივე განცხადებით, უხლოეს პერიოდში ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან იგეგმება შეთანხმების გაფორმება.