გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ; თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ?

19-04-2023

“თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

 

“ამერიკის ელჩად წოდებულს, აწ უკვე პენსიონერების მძარცველის ადვოკატ - ქალბატონ კელი დეგნანს. თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა.

 

თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ, რა დღეში ხართ...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.