30-11-2017
ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე თავისი უფლებამოსილების შესრულებას გუშინ ოფიციალურად შეუდგა და მედიის წარმომადგენლებთან მერის რანგში პირველი კომენატრი გააკეთა:
"ვიცი, რამხელა საქმეები გველოდება წინ. რომ ძალიან ბევრი და დიდისამუშაოებია ჩასატარებელი. რაც უფრო მეტი სირთულეა, მით უფრო მეტადმომეცემა ძალა, რომ გავამართლო ხალხის ნდობა. მე ვიცოდი რას უნდაშევჭიდებოდი, როცა ბრძოლა დავიწყე და აუცილებლად მოვაგვარებთ ყველაპრობლემას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არის გამოცდილი, პროფესიონალიდა კვალიფიციური.
მე დამჭირდება თქვენი დახმარება, რომ ინფორმაციები მივაწოდოთ მოსახლეობას. ეს ჩემი თხოვნაა, რომ ღია პროცესებს დაგანჭირვალობას თქვენ შეუწყოთ ხელი"-აცხადებს ქალაქის მერი.
თუ რა მოლოდინები აქვთ ოზურგეთელებს ახლადარჩეული მერისგან და რას მიიჩნევენ ისინი მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად, „გურიის მოამბემ“ კითხვით ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა:
- რავიცი წინასწარ რა ვთქვა, ველოდებით რომ კარგი უნდა იყოს. რავიცი აბა. მოლოდინში ვართ ხალხი. გულგატეხილი ვართ ისე ძალიან და ვნახოთ. მოლოდინში ვართ, რომ უკეთესი მდგომარეობა იქნება და სიტუაცია გაუმჯობესდება.
-როგორ გითხრათ... მთავარია ხალხისთვის იყოს და გააკეთოს ისე, რაც უბრალო ხალხზე აისახება დადებითად. მიხედოს სოფლებს. მარტო მაღაზიები კი არ უნდა, რაღაც წარმოება უნდა გაკეთდეს. ამუშავდეს ხალხი და იცხოვრონ.
- კოტე ძალიან გვიყვარს ხალხს. მე პირადად დიდ პატივს ვცემ. მისი დიდი იმედი მაქვს ნამდვილად. მოლოდინი არის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურს, რომლის მოწესრიგებაც ნამდვილად გააგრძელებს და უფრო მოაწესრიგებს. ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ თავაზიანად მოგვექცევა, რაც ყველაზე მეტად მომწონს მერში და ზოგადად ადამიანში. ნამდვილად თბილი და კარგი ადამიანია. დიდი იმედი გვაქვს დაგვიდგება კოტე გვერდით.
-ვინ არის საიმედო? არჩევამდე ყველა კარგია. რომ დაჯდებიან სკამზე, მერე ხალხი არ ახსოვთ. იმედები დაკარგული გვაქვს. ვნახოთ, რას იზამს. წინასწარ ითქმება რამე? გაამართლოს უნდა ახალმა მერმა. საზოგადოებაში უნდა იყოს ჯანსაღი აზრი, ხალხში სიძულვილები არ უნდა ჩამოაყალიბოს. მან რამდენიც უნდა იმდენი იშოვოს და წაიღოს, მარა ხალხსაც პატარა ფული უნდა, ყურადღება უნდა. ხომ ხედავთ, იმდენი შობადობა არაა, რამდენიც სიკვდილიანობა.
-ჩვენ ძაან გვინდოდა შარაშენიძის მოსვლა და ვიბრძოლეთ ამისთვის. ნასაკირალში ვცხოვრობ. გზა ჩვენ არ გვაქვს, წყალი ჩვენ არ გვაქვს. ველოდებით ახალ მერს, რას გაგვიკეთებს. ჩვენ აქ რომ ვზივართ გარე მოვაჭრეები, ადგილი გამოგვიძებნოს, ასე რომ არ ვწვალობდეთ. სიორიძემ დაგვიტოვა ჯიხურები და შენობები და წავიდა. ჩვენი ადგილი, სადმე არაა.
-ჩვენ ბატონ კოტესთან რაზეც მივედით მაშინ, გამგებელი რომ იყო, ყელაფერზე ყურადღება მოგვაქცია. ყველაფერი დაათვალიერა, დაგვპირდა, ყველაფერს გაგიკეთებთო. არ მოგვწონს ასე რომ ვვაჭრობთ ქუჩაში. გვითხრა, ადგილებს გამოგიყოფთ, სადაც ადამიანური პირობები გექნებათო. ვნახოთ, რას იზამს. ველოდებით.
-კაი ბიჭია და ყველაფერს რაც დაგვპირდა, მჯერა აგვისრულებს. იქნება რაღაცა. იმედები გვაქვს. რაც მოსაწერსიგებელია, მოგვიწესრიგებს. დაპირება ასეთია.
- ველოდებით ყველაფერს კარგს. იმიტომ, რომ ხმაც მას მივეცი. კარგი სიტყვა- პასუხიც საკმარისია ხალხისთვის. დანარჩენს ნელ-ნელა ყველაფერს გააკეთებს, ისეთი კარგი ადამიანია.
-რა მოლოდინია ხალხში ის უნდა გაამართლოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კოტემ რაიმე დაუშაოს ვინმეს. თუ რამეს ვერ გააკეთებს, ეს მისი ბრალი არ იქნება. ნამდვილად ეცდება, რომ ყველას მიეხმაროს და არავინ დატოვოს უკმაყოფილო.
მას უკვე მოპოვებული აქვს ხალხის ნდობა და სიყვარული და ეს ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროს. რამდენია ისეთი, რომ მკურნალობა უნდა და წამლის ფული არა აქვს. უარს რომ ეუბნებოდნენ წამლის ფულის გადარიცხვაზე და ბიუჯეტის სიმცირეს იმიზეზებდნენ. მერე მოაწყობდნენ რაღაც აბსურდულ დღესასწაულებს და გადაღლილები იყვნენ ქეიფით და დროსტარებით. ეს არ შეეშლება კოტეს და ყველაფერს სასიკეთოს გააკეთებს. მე მაკვანეთელი ვარ. მაკვანეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ირინა მგელაძე. ცოტა ვადროვოთ უნდა. გაამართლებს ალბათ ხალხის ნდობას. ის ხალხის რჩეულია.
-ნამეტარი კარგი განწყობილება არის ხალხში და დიდ იმედებს ამყარებენ. პირველი ნაბიჯები, ქალაქის მერმა, თუ რა გააკეთოს, ამას ვერ დავაკონკრეტებ. იმიტომ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი. მოწესრიგება უნდა ყოველ შემთხვევაში საგზაო ნიშნებს, აი ეს ტროტუარები არის ძალიან მოუწესრიგებელი, რომ დაიწყეს და მიატოვეს.... ბევრი რამეა გასაკეთებელი. იცის მან, რა არის ოზურგეთისთვის გასაკეთებელი. ადგილობრივი არის და ნამუშევარი არის და ესმის ხალხის გასაჭირი.
წყარო: "გურიის მოამბე"